Monday, June 6, 2011

web- პრეზენტაცია

web- პრეზენტაციის სანახავად დააჭირეთ ბმულს

ნაბეჭდი რესურსები ეროვნულ ბიბლიოთეკაში

ნაბეჭდი რესურსების სანახავდ დააჭირეთ ბმულს

თემასთან დაკავშირებული ელექტრონული რესურსების ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფიის სანახავად დააჭირეთ ბმულს

ინფორმაცია wikipedia–დან კატაკლიზმების შესახებ...

A disaster is a natural or man-made hazard that has come to fruition[citation needed], resulting in an event of substantial extent causing significant physical damage or destruction, loss of life, or drastic change to the environment. A disaster can be ostensively defined as any tragic event with great loss stemming from events such as earthquakes, floods, catastrophic accidents, fires, or explosions.

In contemporary academia, disasters are seen as the consequence of inappropriately managed risk. These risks are the product of hazards and vulnerability. Hazards that strike in areas with low vulnerability are not considered a disaster, as is the case in uninhabited regions.[1]

Developing countries suffer the greatest costs when a disaster hits – more than 95 percent of all deaths caused by disasters occur in developing countries, and losses due to natural disasters are 20 times greater (as a percentage of GDP) in developing countries than in industrialized countries.[2][3]   ვრცლად იხილეთ აქ

ვიდეოები youtube-დან

ვიდეოს სანახავად დააჭირეთ ბმულს  
 MyChannel 

ბიბლიოგრაფია jstor-დან

ბიბლიოგრაფიის სანახავად იხილეთ ბმული

Sunday, June 5, 2011

სტრატოვულკანი

სტრატოვულკანი, აგრეთვე ცნობილი როგორც რთული, შედგენილი ვულკანი - კონუსური ვულკანი, რომელიც შედგება ლავის, ტეფრის, პემზისა და ვულკანური ფერფლის გამაგრებული, მრავალი შრისგან (strata). ფარისებრი ვულკანებისგან განსხვავებით, სტრატოვულკანები ხასიათდებიან ციცაბო პროფილით და პერიოდული, ფეთქებადი ამოვრქვევებით. ამოსული ლავა გამოირჩევა წებოვნების მაღალი ხარისხით, რაც ხელს უშლის მის დიდ მანძილზე გავრცელებას.

ყველაზე ცნობილი სტრატოვულკანებია კრაკატაუ, რომელიც ყველაზე მასშტაბურად 1833 წელს ამოიფრქვა და ვეზუვი, რომლის ამოფრქვევამაც ჩვ.წ.79 წელს ქალაქები, პომპეი და ჰერკულანუმი გაანადგურა.
წყარო იხილეთ აქ 

რა არის ვულკანი?


ვულკანი -(ლათ. Volcanus, Vulkan– ვულკანუს) კონუსისებური მთა, რომელიც შექმნილია დედამიწის ზედაპირზე დედამიწის ქერქიდან ამოფრქვეული ლავის გადაადგილების და გაცივების შედეგად. განასხვავებენ მოქმედ და ჩამქრალ ვულკანებს. ვულკანუსი რომაული მითოლოგიით ცეცხლისა და სამჭედლო საქმის მფარველ ღმერთს ეწოდებოდა.

ბუნებრივი კატასტროფებიდან ვულკანური მოვლენები ყველაზე საშინელი შედეგებით გამოირჩევა. ვულკანური რელიეფი კარგად გამოხატული რამდენიმე ნაწილისგან შედგება. მათგან თვალსაჩინო ვულკანური კონუსი და კრატერია (ზედა ნაწილზე არსებული წრიული ჩაღრმავება), რომლის შიგნით ვულკანის კერა და ყელი მდებარეობს. მისი დიამეტრი რამდენიმე კილომეტრსაც კი შეიძლება აღწევდეს. ვულკანის ყელი, ჩვეულებრის, ვერტიკალური მიმართულებისაა, თუმცა ძალზე საშიშია როცა იგი მიმართულებას იცვლის და ვულკანი საკუთარი კონუსის ფერდობიდან გამოაფრქვევს ლავას.

აფეთქების სიძლიერის მიხედვით ვულკანი სამი სახისაა: შედარებით მშვიდი, ძლიერი და ძალიან ძლიერი.

ვულკანიდან ნივთიერება სამ მდგომარეობაში ამოიფრქვევა: თხევადია - ლავა, მყარია - ვულკანური ფერფლი, მტვერი, ტალახი და ქვები, გაზობრივი - წყლის ორთქლი, ნახშირორჟანგი და სხვა. გავარვარებული ლავა სწრაფად მოძრაობს ვულკანის მთის ფერდობზე, ანადგურებს ყოველივე ცოცხალს, ფარავს და ასწორებს ხმელეთის ზედაპირს. ვულკანის ამოფრქვევისას, ფერფლთან და მტვრის უწვრილეს ნაწილაკებთან ერთად, ხშირად დიდი მოცულობისა და რაოდენობის მყარი მასალაც გამოიტყორცნება, რაც ლავაზე არანაკლებ საშიშია.

დედამიწაზე ასეულობით (1300-ზე მეტი) მოქმედი ვულკანია, რომელთა უმეტესობა მსოფლიო ოკეანის წყალქვეშაა. ხმელეთზე ვულკანების რაოდენობით გამოირჩევა ინდონეზიის კუნძულები. აქ 200 ვულკანია, რომელთა 2/3 მოქმედებს კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში. ინდონეზიაში, ზონდის კუნძულებს სუმატრასა და იავას შორის, მდებარეობს ვულკანური წარმოშობის კუნძული კრაკატუ. 1883 წელს კრაკატაუ ამოიფრქვა. ვულკანის ხმა ავსტრალიაშიც კი ისმოდა, რომელიც კრაკატუდან 5 000 კმ-ით არის დაშორებული. დღეს მის ადგილზე ახალი ვულკანია, რომელსაც კრაკატუს შვილს ეძახიან.

დედამიწაზე ვულკანების რამდენიმე სარტყელია, რომლებიც ძირითადად ემთხვევა მიწისძვრების გავრცელების არეალს. ვულკანის ამოფრქვევის პროგნოზირება ძალიან ძნელია. ამოფრქვევას ხშირად ასწრებს მიწისძვრა, თუმცა ცნობილია შემთხვევები როცა ვულკანის მოქმედება უეცრად დაწყებულა.

ვულკანების მოქმედება მარტო კატასტროფული ხასიათისა არ არის. მათი მოქმედების შედეგია დედამიწაზე არსებული ლითონური, აგრეთვე ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების საბადოები. ვულკანური ფერფლი დიდი რაოდენობით შეიცავს მინერალურ ნივთიერებებს. ამის გამო, ვულკანის მიმდებარე ტერიტორიის ნიადაგები დიდი ნაყოფიერებით გამოირჩევა.
     წყარო იხილით აქ 

სეისმოლოგ თეა გოდოლაძის განცხადება მიწისძვრებთან დაკავშირებით

   "როდესაც ასეთ დიდი მოვლენა(მიწისძვრა) ხდება, და გამოიყოფა ასეთი დიდი ენერგია ხდება მასების გადაადგილება, და ეს იწვევს ძვლილებებს ზოგადად დედამიწაზე.

დედამიწაზე დაკვირვებებს დღეს მსოფლიოს ყველა სამეცნიერო ლაბორატორიაში აწარმოებენ, არავინ იცის კიდევ რა აღოჩენები გაკეთდება, თუმცა ცნობილია, რომ მოვლენა რომელსაც ასტროლოგები 2012 წელს ელოდებიან, მზის აქტივობის მომატებით იწყება.

მსოფლიოში რამდენიმე სეისმურად აქტიური ზონა არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი სწორედ საქართველოა, ექსპერტების მონაცემებით კავკაკსიონის ქედზეც საშიში წერტილებია, 11-დან ერთერთი(არაბეთის) ფილა ჩვენს ქვეყანასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს, ფილები კი მუდმივად მოძრაობენ
21 საუკუინეშიც კი ვერცერთი მეცნიერი ვერ აკეთებს პროგნოზს, როდის შეიძლება შეეჯახოს ეს ფილები ერთმანეთს."
წყარო იხილეთ აქ 

ჩილეს მიწისძვრასთან დაკავშირებით ანდრეას რიტბროკის განცხადება

"მიწისძვრა ავრცელებს მასებს და იხრება ზედაპირზე, როდესაც ასეთი ძლიერი ბიძგები ხდება საუბარია დახლოებით 200 კმ და 40 დან 100 კმ სიღრმის მონაკვეთებზე, იცვლება დედამიწის ზედაპირი და ხელახლა ვრცელდება მასა, იცვლება დედამიწის ბრუნვის სიჩქარე, ის სწრაფად აღარ ბრუნავს და ამიტომ იცვლება დღის ხანგრძლივობაც


ძლიერმა ბიძგებმა დროის შემცირების გარდა კიდევ ერთ საგანგაშო ცვლილება გამოიწვიეს, ასტრონომების დაკვირვებით დედამიწამ ღერძიდან 8-სმ ით გადაინაცვლა, მეცნიერები ზუსტად არ არიან დარწმუნებულნი, ცვლილებები მხოლოდ ძლიერი ბიძგების შედეგია თუ მასზე კიდევ სხვა მოვლენები მოქმედებს, მათთვის ცნობილი ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის, რომ დედამიწის მასა იცვლება.

დედამიწაზე უზარმაზარი ნაპრალი გაჩნდა, 50 გიგატონა ენერგია წარმოიქმნა, მიწის მასა ზემოთ ავიდა და ფილებიც ერთანეთის მიყოლებით გადაადგილდა, ეს დედამიწის ბრუნვის ცვლილებას იწვევს და ოდნავ ამცირებს მის სიჩქარეს, საუბარია წამის მემილიონედზე, ყველას გვინახავს გრაფიკულად როგორ ბრუნავს დედამიწა მზის გარშემო, მაგრამ ახლა არც ორბიტაა სრულყოფილი და არც ბრუნვა ის 8 წმ-ითაა გადახრილი.

მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ გლობალურ პრობლემებს ქართველი მეცნიერებიც აკვირდებიან. ასტრონომები განმარტავენ, რომ დედამიწა ცოცხალი ორგანიზმია და ამიტომ რა შედეგს გამოიტანს ეს ცვლილება, არავინ იცის."
წყარო იხილეთ აქ 

რა არის ცუნამი?

ცუნამი(იაპ. 津波), ოკეანის ძალიან დიდი სიგრძის გრავიტაციული ტალღები, რომლებიც უმთავრესად წარმოიქმნება ფსკერზე ან სანაპირო ზოლში მომხდარი მიწისძვრის (რიხტერის სკალით 6,5 ბალზე მეტი სიძლიერისა და ჰიპოცენტრით 50 კმ-ზე ნაკლებ სიღრმეზე), ვულკანური მოქმედებისა და სხვა ტექტონიკური პროცესების შედეგად.
 წყარო იხილეთ აქ 

რა არის ზვავი?


ზვავი - მთის ფერდობზე მოძრავი თოვლის მასა.

ზვავი სტიქიური, ხშირად კატასტროფული მოვლენაა. იგი უპირველეს ყოვლისა, მთებთანაა დაკავშირებული. ზვავის ჩამოსვლისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობა იქმნება თუ: თოვლის საფარი აღემატება 20 სმ-, მთის ფერდობის დახრილობა მერყეობს 15-დან 50 გრადუსამდე და ტერიტორიაზე არ არის ტყე. ყველაზე ხელსაყრელი ვითარება ზვავის ჩამოწოლისათვის იქმნება 300-400-ით დახრილ ფერდობებზე და მაშინ, როცა ერთ დღის განმავლობაში 10 სმ-ზე მეტი თოვლი მოდის. ზვავი გარკვეული სისქის თოვლის საფარის ჩამოყალიბებასთანაცაა დაკავშირებული, ამიტომ მათი მოქმედება ძირითადად ზამთრის თვეებშია მოსალოდნელი. პერიოდს, როცა მოსალოდნელია ზვავის გააქტიურება, ზვავსაშიში ეწოდება.
 
ზვავსაშიში პერიოდების გეოგრაფია დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ჩრდილოეთი ნახევარსფეროს სუბტროპიკული და ზომიერი სარტყლის მთებში ეს პერიოდი იანვრიდან მაისამდე გრძელდება. მარტამდე ჩამოსული ზვავები ძირითადად მცირე და ნაკლებად სახიფათოა.



მთები ზვავსაშიშობის მიხედვით, ზღვის დონიდან სიმაღლის მიხედვით, პირობითად იყოფა რამდენიმე საფეხურად:

1. დიდი ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 3000-4000 . აქ ზვავები წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდის.

2. მაღალი ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 2000-3000 . ზვავები ყოველწლიურად ჩამოდის.

3. საშუალო ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 1500-2000 . ზვავები თითქმის ყოველწლიურად ჩამოდის.

4. უმნიშვნელო ზვავსაშიშროების ზონა - ზღ. დონიდან 1000-1500 . ზვავები იშვიათად ჩამოდის.
  წყარო იხილეთ აქ 

წყალდიდობა ევროპაში (2005)


   ძლიერი წყალდიდობა, რომელიც დაფიქსირდა 2005 წლის აგვისტოში. გამოვლინდა რუმინეთში, შვეიცარიაში, ავსტრიასა და გერმანიაში; საერთო ჯამში წყალდიდობამ გადაუარა ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ევროპას. წყალდიდობას სხვადასხვა ქვეყნებში მასობრივი მსხვერპლიც მოჰყვა.  

კატასტროფის შედეგად ყველაზე მეტად რუმინეთი დაზარალდა, სადაც წყალდიდობამ დაახლოებით 30-მდე კაცი იმსხვერპლა. საერთო ზარალმა ასტრონომიულ ციფრს მიაღწია; საჭირო გახდა ათასობით ადამიანის ევაკუაცია. დაინგრა სახლები და სხვადასხვა შენობები, რის შემდეგ მრავალი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
 
კატასტროფამ იმსხვერპლა შვეიცარიაც. აქ უწყვეტი თავსხმა წვიმების შემდეგ არაერთი კანტონი დაზარალდა. იყო მასობრივი ევაკუაცია. დაფიქსირდა მსხვერპლიც.

გერმანიაში საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა, მრავალი რაიონი წყლის ქვეშ მოექცა, რის შემდეგად შეუძლებელი გახდა გარე სამყაროსთან კავშირი. საგზაო მარშრუტები ტალახითა და ნაყარით დაიფარა, რის გამოც გადაიკეტა გზები.
წყარო იხილეთ აქ 

წყალდიდობა ევროპაში (2002)


    წყალდიდობა, რომელიც დაფიქსირდა 2002 წლის აგვისტოში. სწორედ 2002 წელს მოხდა ბოლო 100 წლის განმავლობაში ევროპაში უძლიერესი წყალდიდობა[1], რომელმაც ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. წყალდიდობა კოკისპირულმა წვიმებმა გამოიწვია. ყველაზე მეტად დაზარალდა ჩეხეთი, ავსტრია, გერმანია, სლოვაკეთი, პოლონეთი, უნგრეთი, რუმინეთი და ხორვატია.

ძლიერი წვიმები 10 აგვისტოდან დაიწყო და დაახლოებით ერთ კვირას გრძელდებოდა. ნაპირებიდან გადმოვიდა დიდი და პატარა მდინარეები, რომლებიც უძლიერეს ნაკადებად გადაიქცნენ და რომლებმაც წალაკეს ყველაფერი რაც კი მათ გზაზე ხვდებოდათ.

პრაღაში მდინარე ვლტავას დონემ 7 მეტრით აიწია, ხოლო გერმანიაში ელბას დონე თითმის 10 მეტრით გაიზარდა. ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა მდინარემ დუნაიმ დატბორა ავსტრიის, სლოვაკეთის, ხორვატიის დიდი ნაწილები, ხოლო დუნაის შენაკადმა ტისამ დატბორა რუმინეთისა და ბულგარეთის რიგი სოფლები.

წყალი და ტალახიანი ნაკადები საკმაოდ ფართოდ გავრცელდა და საფრთხის ქვეშ დააყენა სხვადასხვა ქვეყნების კულტურული და ბუნებრივი ღირებულებები, როგორებიცაა : ქალაქი, სახლი, ქუჩა, მეტროპოლიტენი, რკინიგზა, ხიდი, სასოფლო-სამეურნეო ტერიტორია და ..
   წყარო იხილეთ აქ 

რა არის წყალდიდობა?

 წყალდიდობა–წყლის დონის უეცარი მატება, განპირობებული თავსხმა წვიმებით ან თოვლის ინტენსიური დნობით. წყალმოვარდნა ძნელადპროგნოზირებადი მოვლენაა.
მდინარეთა წყალდიდობა ოთხი ტიპისაა: უმნიშვნელო წყალდიდობა; მნიშვნელოვანი წყალდიდობა; მასშტაბური წყალდიდობა; კატასტროფული წყალდიდობა.
 წყარო იხილეთ აქ 

სპიტაკის მიწისძვრა

(სომხ. Սպիտակի երկրաշարժ; რუს. Спитакское землетрясение) — იყო 7.2 მაგნიტუდის მიწისძვრა, მოხდა 1988 წლის 7 დეკემბერს ადგილობრივი დროით 11:41 საათზე სომხეთის სპიტაკის რეგიონში, იმ დროისთვის საბჭოთა კავშირის ნაწილი.

ადგილობრივი ინფრასტრუქტურა (განსაკუთრებით სკოლები და საავადმყოფოები) მიწისძვრისთვის მოუმზადებელი აღმოჩნდა, რის გამოც თითქმის 25.000 ადამიანი დაიღუპა. შენობათა უმრავლესობა დაბალი სეისმომედეგობის იყო. თვითმხილველთა ვარაუდით მიწისძვრა 10 წუთით გვიან რომ მომხადრიყო ბავშვები სტრუქტურულად არასაიმედო სკოლებიდან გამოსული იქნებოდნენ და დაღუპვას გადაურჩებოდნენ.

სრულიად დაინგრა ქალაქი სპიტაკი და 58 სოფელი მის გარშემო; ნაწილობრივ დაინგრა ქალაქები ლენინაკანი, სტეპანავანი, კიროვაკანი და დაახ. 400 დასახლებული პუნქტი. 514 ათასი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
   წყარო იხილეთ აქ 

ჩილეს მიწისძვრა (2010)

ჩილეს მიწისძვრაძლიერი მიწისძვრა ჩილეს სანაპიროსთან, 2010 წლის 27 თებერვალს. გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი, ნგრევა და ცუნამის ფორმირება. იგი გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. ეპიცენტრი მდებარეობდა ბიო-ბიოს რეგიონის დედაქალაქ კონსეფსიონიდან, ქვეყნის სიდიდით მეორე აგლომერაციიდან, 90 კმ-ზე.

მსხვერპლის რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასეთია:
ბიო-ბიოს რეგიონი – 540 ადამიანი.
მაულეს რეგიონი – 64 ადამიანი.
'ჰიგინსის რეგიონი – 46 ადამიანი.
სანტიაგოს რეგიონი – 36 ადამიანი.

წარმოქმნილმა ცუნამმა იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანი მაულეს რეგიონის კუნძულებზე. განმეორებითი ბიძგები 8.0 Mw მაგნიტუდის სიძლიერისა აღინიშნა 28 თებერვალს და 1 მარტს. 11 მარტს კვლავ განმეორდა მიწისძვრა 7.2 Mw მაგნიტუდის სიძლიერის. კვლავ შეიქმნა საფრთხე ცუნამის წარმოქმნისა.
   წყარო იხილეთ აქ 

იაპონიის მიწისძვრა (2011)

     მიწიძვრა წყნარ ოკეანეში ტოჰოკუს რეგიონთან (იაპონ. 東北地方・太平洋沖地震?) 8.9–9.0 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც 2011 წლის 11 მარტის 14:46 საათზე მოხდა.მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ტოჰოკუს რეგიონში არსებული ოშიკას ნახევრკუნძულიდან 130 კილომეტრში, მისი ჰიპოცენტრი კი დედამიწის ქერქში 24.4 კილომეტრის სიღრმეზე არსებულა.
       მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამის საშიშროება იაპონიის წყნაროკეანურ სანაპიროზე და სულ მცირე 20 ქვეყანაში, მათ შორის ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის წყნაროკეანურ სანაპიროებზე. ცუნამის 10 მეტრიანმა ტალღებმა იაპონიას დაარტყეს იაპონიაში ტალღები ხმელეთში 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრნენ.
   იაპონიის პოლიციის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა 14,063 ადამაინის გარდაცვალება, 4,916ადამიანის დაშავება და  14,175 ადამიანის უგზო-უკვლოდ გაქრობა იაპონიის 16 პრეფექტურაში, თუმცა გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაცილებით დიდია.  მიწისძვრამ მიაყენა უმძიმესი ზარალი იაპონიას, მათ შორის მძიმედ დაზიანდა რკინიგზა და საავტომობილო გზები, დაინგრა რამდენიმე დამბა. 4.4 მილიონი საცხოვრებელი სახლი ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში დარჩა ელექტროენერგიისგან და 1.4 მილიონი წყლის გარეშე.  ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა,რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცუა განხორციელდა და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიწისძვრის შედეგად, 24 საათში, აფეთქდა ფუკუშიმის ატომური სადგური; მიუხედავად გარე შენობის დანგრევისა, რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა.ფუკუშიმას I და ფუკუშიმას II სადგურების 20 და 10 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არ არსებობს ზარალის ზუსტი შეფასება, "AIR Worldwide" ზარალს $14.5 - $34.6 მილიარდად აფასებდა,  ხოლო "CNN"-მა ზარალის შეფასება 100 მილიარდამდე გაზარდა.
    სენდაის მიწისძვრის მაგნიტუდისა და შემდგომი მოვლენების გამო 2011 წლის მიწისძვრა ითვლება უძლიერესად იაპონიის ისტორიაში და შედის მსოფლიოს ხუთი უძლიერესი მიწისძვრის სიაში. იაპონიის პრემიერ-მინსიტრმა ნაოტო კანმა შეაფასა მიწისძვრა როგორც "მეორე მსოფლიო ომის დასრულების 65 წლის შემდეგ, ეს არის ურთულესი და უმძიმესი კრიზისი, რომლის წინაშეც იაპონია დამდგარა.
   წყარო იხილეთ აქ 

რიხტერის შკალა...

რიხტერის სიმძლავრის შკალა- (უფრო კონკრეტულად - ადგილობრივი სიმძლავრის ML შკალა) განსაზღვრავს მიწისძვრის სიძლიერის რიცხვით მნიშვნელობას. ის ემყარება 10-ერთეულიან ლოგარითმულ შკალას, რომელიც გამოითვლება სეისმოგრამაზე ნულიდან უდიდესი გადახრის კომბინირებული ჰორიზონტალური ამპლიტუდის ალგორითმია. 
    მაგ. 5 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა 10-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე 4-იანი მიწისძვრა, ხოლო 8 მაგნიტუდისა კი 10(8 − 4) ან 10000-ჯერ აღემატება 4-იანს.
    რიხტერის სიმძლავრის განზომილების ერთეული არის მაგნიტუდა (ხშირად არასწორად უწოდებენ ბალს) (მაგ. 2002 წლის, 25 აპრილს, თბილისში დაფიქსირდა 4,5 მაგნიტუდა სიძლიერის მიწისძვრა.
   წყარო იხილეთ აქ 

რა არის მიწისძვრა?

მიწისძვრა – ბუნებრივი მიზეზებით გამოწვეული დედამიწის ზედაპირის რხევა. მიწისძვრების უმრავლესობა სუსტია იმისთვის, რომ შესამჩნევი იყოს ადამიანისთვის. ზოგი მათგანი კი იწვევს დიდ ნგრევას, რასაც ხანდახან თან ახლავს მსხვერპლი.
   წყარო იხილეთ აქ