ჩილეს მიწისძვრა – ძლიერი მიწისძვრა ჩილეს სანაპიროსთან, 2010 წლის 27 თებერვალს. გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი, ნგრევა და ცუნამის ფორმირება. იგი გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა. ეპიცენტრი მდებარეობდა ბიო-ბიოს რეგიონის დედაქალაქ კონსეფსიონიდან, ქვეყნის სიდიდით მეორე აგლომერაციიდან, 90 კმ-ზე.მსხვერპლის რაოდენობა რეგიონების მიხედვით ასეთია:
ბიო-ბიოს რეგიონი – 540 ადამიანი.
მაულეს რეგიონი – 64 ადამიანი.
ო'ჰიგინსის რეგიონი – 46 ადამიანი.
სანტიაგოს რეგიონი – 36 ადამიანი.
წარმოქმნილმა ცუნამმა იმსხვერპლა რამდენიმე ადამიანი მაულეს რეგიონის კუნძულებზე. განმეორებითი ბიძგები 8.0 Mw მაგნიტუდის სიძლიერისა აღინიშნა 28 თებერვალს და 1 მარტს. 11 მარტს კვლავ განმეორდა მიწისძვრა 7.2 Mw მაგნიტუდის სიძლიერის. კვლავ შეიქმნა საფრთხე ცუნამის წარმოქმნისა.
წყარო იხილეთ აქ
წყარო იხილეთ აქ
No comments:
Post a Comment