მიწიძვრა წყნარ ოკეანეში ტოჰოკუს რეგიონთან (იაპონ. 東北地方・太平洋沖地震?) 8.9–9.0 ბალიანი მაგნიტუდის მიწისძვრა, რომელიც 2011 წლის 11 მარტის 14:46 საათზე მოხდა.მიწისძვრის ეპიცენტრი მდებარეობდა ტოჰოკუს რეგიონში არსებული ოშიკას ნახევრკუნძულიდან 130 კილომეტრში, მისი ჰიპოცენტრი კი დედამიწის ქერქში 24.4 კილომეტრის სიღრმეზე არსებულა.
მიწისძვრამ გამოიწვია ცუნამის საშიშროება იაპონიის წყნაროკეანურ სანაპიროზე და სულ მცირე 20 ქვეყანაში, მათ შორის ჩრდილოეთი და სამხრეთი ამერიკის წყნაროკეანურ სანაპიროებზე. ცუნამის 10 მეტრიანმა ტალღებმა იაპონიას დაარტყეს იაპონიაში ტალღები ხმელეთში 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრნენ.
იაპონიის პოლიციის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად დაადასტურა 14,063 ადამაინის გარდაცვალება, 4,916ადამიანის დაშავება და 14,175 ადამიანის უგზო-უკვლოდ გაქრობა იაპონიის 16 პრეფექტურაში, თუმცა გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაცილებით დიდია. მიწისძვრამ მიაყენა უმძიმესი ზარალი იაპონიას, მათ შორის მძიმედ დაზიანდა რკინიგზა და საავტომობილო გზები, დაინგრა რამდენიმე დამბა. 4.4 მილიონი საცხოვრებელი სახლი ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში დარჩა ელექტროენერგიისგან და 1.4 მილიონი წყლის გარეშე. ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა, მათ შორის დადნა ორი ატომური სადგურის რეაქტორის აქტიური ზონა,რის გამოც მიახლოებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცუა განხორციელდა და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიწისძვრის შედეგად, 24 საათში, აფეთქდა ფუკუშიმის ატომური სადგური; მიუხედავად გარე შენობის დანგრევისა, რეაქტორის დამცველი სარკოფაგი არ დაზიანებულა.ფუკუშიმას I და ფუკუშიმას II სადგურების 20 და 10 კილომეტრის რადიუსზე მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. ამ დროისთვის არ არსებობს ზარალის ზუსტი შეფასება, "AIR Worldwide" ზარალს $14.5 - $34.6 მილიარდად აფასებდა, ხოლო "CNN"-მა ზარალის შეფასება 100 მილიარდამდე გაზარდა.წყარო იხილეთ აქ

No comments:
Post a Comment